ვერტმფრენი ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში. გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" საოლქო პოლიციის სპიკერ ირინა პრიანიშნიკოვაზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.
კიევის ოლქის პოლიციის ცნობითვე, ვერტმფრენი საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.