Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყო, რომ შეეჩერებინა ომი დონბასში


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყო, რომ შეეჩერებინა ომი დონბასში. როგორც BBC იტყობინება, ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვიდან, რომელიც მან ოთხშაბათს პეტერბურგში წარმოთქვა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ლენინგრადის ბლოკადას გადარჩენილთა წინაშე.

„ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, - თქვა პუტინმა.

მისი სიტყვებით, უკრაინა ტრაგედიის გზას დაადგა ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა ქვეყანაში, პუტინის თანახმად, მოხდა „შეიარაღებული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება“.

მან კვლავ გაიმეორა აზრი, რომ დონბასის მიწები რუსეთის კუთვნილებაა. რუსეთი შეეგუა უკრაინის სასარგებლოდ ამ მიწების დაკარგვას, მაგრამ იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ ინტერესების შევიწროებასთან შეგუება ვერ შეძლო, განუცხადა პუტინმა ვეტერანებს.

როგორც BBC შენიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ისევ გამოთქვა დაუსაბუთებელი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კიევის ხელისუფლებამ დაიწყო ხალხის განადგურება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი რუსულ კულტურას ეკუთვნოდნენ და რუსულად ლაპარაკი სურდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG