Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთის პრეზიდენტის პოსტი უახლოეს დღეებში გაუქმდება


რუსტამ მინიხანოვი
რუსტამ მინიხანოვი

26 იანვარს თათრეთის სახელმწიფო საბჭომ განიხილა და საათ-ნახევარზე ნაკლებ დროში მიიღო ცვლილებები რესპუბლიკის კონსტიტუციაში. სამიდან ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ეხება იმ ფაქტს, რომ თათრეთი უარს ამბობს პრეზიდენტის პოსტზე, რაც ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, დეკემბრის ბოლოს, დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ რეგიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, 2025 წლამდე, შეინარჩუნებდა თათრეთის პრეზიდენტის თანამდებობას. ახლა თათრეთი, ფაქტობრივად, უახლოეს დღეებში გამოემშვიდობება პრეზიდენტის პოსტს. რეგიონის ახალარჩეული ხელმძღვანელის პოზიციას დაერქმევა "თათრეთის რესპუბლიკის მეთაური-რაისი". საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი თავად მინიხანოვმა უნდა მოაწეროს.

  • თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის სახელის შეცვლა ფედერალური კანონმდებლობის მოთხოვნაა. ეს უკვე მოხდა რუსეთის ყველა სხვა რეგიონში.
  • სიტყვა "რაისი" მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაურის აღსანიშნავად გამოიყენება. არაბულიდან იგი ითარგმნება, როგორც "პრეზიდენტი ან თავმჯდომარე", ამრიგად, თათრეთის რესპუბლიკის „რაისი“ სინამდვილეში ნიშნავს "პრეზიდენტს".
XS
SM
MD
LG