Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შავ ზღვაში ზრდის რაკეტმზიდების რაოდენობას


რუსეთმა შავ ზღვაში სამამდე გაზარდა რაკეტმზიდების რაოდენობა, აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

მანამდე, 28 იანვარს, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება 14 რუსული გემი, მათ შორის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებით“ აღჭურვილი 2 რაკეტმზიდი. საერთო ჯამში მათ თითო ზალპში დაახლოებით 12 რაკეტა აქვთ.

26 იანვრის დილით რუსეთის არმიამ უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს რუსეთმა შეძლო საჰაერო და საზღვაო რაკეტების 55 გაშვება, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 47 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG