Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომის გამო რუსეთმა დაკარგა თავისი როლი იარაღით ვაჭრობის ბაზარზე


დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიში ეძღვნება რუსეთის შეიარაღების ექსპორტთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც უკრაინაში ომით არის გამოწვეული.

ანგარიშის ავტორთა თანახმად, როგორც ჩანს, საერთაშორისო სანქციებმა ძირი გამოუთხარა რუსეთის როგორც იარაღით ვაჭრობაში სანდო ექსპორტიორის როლს.

შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე რუსეთის როლი ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე მცირდებოდა. ახლა კი როცა საქმე ეხება არჩევანს, პარტნიორებს მიაწოდონ ახალი იარაღი თუ უკრაინაში განათავსონ ის, რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, მეორეს არჩევს.

ნაწილების დეფიციტი შესაძლოა ასევე მოქმედებს ექსპორტისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის წარმოებაზე, როგორიცაა ჯავშანტექნიკა, საბრძოლო შვეულმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

გარდა ამისა, რუსეთის უნარი, მოემსახუროს არსებულ კონტრაქტებს - მიაწოდოს ნაწილები და განახორციელოს ტექნიკური მომსახურება - სავარაუდოდ, სერიოზულად შეირყევა კიდევ სამი-ხუთი წლის განმავლობაში, ასკვნის ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა 2 თებერვლის ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG