"საავტომობილო გზების დეპარტამენტის" ინფორმაციით, აღდგენილია მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე, უფრო ზუსტად თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე.
"თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო გზის ამ მონაკვეთზე გვიან ღამით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.