Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა


 ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში 7 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციამ დააკავა. მისი სასამართლო სხდომა გუშინ, 9 მარტს, უნდა გამართულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ვერც ის და ვერც მასთან ერთად დაკავებული თავს კარგად ვერ გრძნობდნენ, სხდომა გადაიდო. მათ მოსამართლემ კვლევების ჩასატარებლად დრო მისცა.

ჯაფარიძეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდა არაერთ ადამიანთან, მათ შორის ჟურნალისტებთან.

"ზურაბ ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა, ნიკა მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და ჰოსპიტალიზებულია", - წერია ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუკგვერდზე.

მათი სასამართლო სხდომა 5 აპრილს განახლდება.

XS
SM
MD
LG