Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენშტაბი ირწმუნება, რომ „მობილიზაციის მეორე ტალღას“ არ გეგმავს


ფოტო არქივიდან. უკრაინასთან საომრად რუსეთის მიერ მობილიზებულები ქალაქ ომსკში. 2023 წლის 6 იანვარი
ფოტო არქივიდან. უკრაინასთან საომრად რუსეთის მიერ მობილიზებულები ქალაქ ომსკში. 2023 წლის 6 იანვარი

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს, რომ დაგეგმილია უკრაინასთან საომრად „მობილიზაციის მეორე ტალღის“ გამოცხადება. ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კიდევ 400 ათასი პირის მობილიზებას აპირებს.

„მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ გენერალური შტაბის გეგმებში არ არის მობილიზაციის მეორე ტალღა“, - განაცხადა მოსკოვში დღეს, 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის გენშტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კონტრ-ადმირალმა ვლადიმირ ციმლიანსკიმ.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, სამხედრო სამსახურში უკვე გაწვეულები და ასევე, მოქალაქეები, რომლებმაც „საკუთარი ნებით მოისურვეს ოპერაციაში მონაწილეობა, სრულიად საკმარისია დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად“.

ამასთან, კონტრ-ადმირალ ციმლიანსკის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფართოვა კონტრაქტით სამსახურის მსურველთა შერჩევის პუნქტების ქსელი, რადგან „მნიშვნელოვნად გაიზარდა რაოდენობა იმ მოქალაქეების, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს კონტრაქტით სამხედრო სამსახური“. ციმლიანსკის კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა.
  • ოქტომბრის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პუტინს უპატაკა, რომ პროცესი დასრულებულია და მობილიზებულია 300 000 ადამიანი.
  • "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამო რუსეთი დატოვა გაწვევის ასაკის ათეულობით ათასმა მამაკაცმა.
XS
SM
MD
LG