სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ჰეგერი და მისი სლოვენიელი და ხორვატი კოლეგა, რობერტ გოლობი და ანდრეი პლენკოვიჩი 31 მარტს ჩავიდნენ უკრაინაში, სადაც დღეს რუსი ოკუპანტებისგან კიევის ოლქის ქალაქ ბუჩის გათავისუფლების წლისთავი აღინიშნება. სამი ევროპული მთავრობების მეთაურები მონაწილეობას მიიღებენ ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილ სამიტში. ასევე მოელიან, რომ კიევში ჩავა მოლდოვის პრეზიდენტი, მაი სანდუ. ქალაქი ბუჩა 2022 წლის მარტში რუსეთის არმიის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.
ბუჩის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ სამიტზე ევროპელი ლიდერების ჩასვლის შესახებ წინასწარ არ გამჟღავნებულა.
მანამდე, 31 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით ტრადიციული ვიდეომიმართვა გააკეთა, რომელშიც პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
2022 წლის მარტის ბოლოს რუსეთის ჯარებმა კიევის რეგიონი, მათ შორის ქალაქი ბუჩა, დატოვეს. 31 მარტს ქალაქში შევიდნენ უკრაინელი სამხედროები, ასევე უცხოური გამოცემების ჟურნალისტები, რომლებმაც რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები აღბეჭდეს.
ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის მთავრობათა მეთაურები ჩავიდნენ
ყველაზე პოპულარული
1