Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებასაც აინტერესებს ინფორმაცია, რომელსაც მოსამართლეების სანქცირება ეყრდნობა - ტურავა


მერაბ ტურავა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
მერაბ ტურავა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს ინფორმაცია და წყაროები, რომლებსაც ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება ეყრდნობა, აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა.

„იმედი მაქვს, რომ ქართულ მხარეს ექნება კომუნიკაცია, ურთიერთობები სახელმწიფო დეპარტამენტთან, ამერიკის მხარესთან და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. ისინი იტყვიან: ეს რა მტკიცებულებებზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება იყო და შესაბამისად, კონკრეტულად რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. თუ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, ამას პოლიტიკოსებიც და მოსამართლეებიც ითხოვენ და შესაბამისად, ეს საკითხები ალბათ მომავალში გაჟღერდება. ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობდა სახელმწიფო დეპარტამენტი სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ, შესაბამისად, ჩვენ გვინდა არა მარტო ჟურნალისტური, ასევე სამართლებრივი გამოძიებები”, - ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ მერაბ ტურავას.

ტურავას თქმით, საკუთარ პოზიციას ის არ გააჟღერებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია რამდენიმე სარჩელი საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან, მოსამართლეების დანიშვნასა და მათი დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

„შეიძლება მოგვიწიოს ამ საკითხზე მსჯელობა. შესაბამისად, მე არ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია“, - თქვა მან.

აშშ-მა 5 აპრილს გამოაცხადა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG