ჩინეთი არ მიჰყიდის იარაღს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის არცერთ მხარეს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რითაც უპასუხა დასავლეთის შეშფოთებას, რომ პეკინმა შესაძლოა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს.
ჩინეთი ამტკიცებს, რომ ნეიტრალურია ამ კონფლიქტში, თუმცა მხარს უჭერს რუსეთს პოლიტიკურად, სიტყვით და ეკონომიკურად იმ დროს, როცა დასავლეთის ქვეყნებმა დამსჯელი სანქციები დააწესეს და მოსკოვის იზოლაციას ცდილობდნენ (უკრაინაში) მისი შეჭრის გამო.
ცინ განი ჩინეთის უმაღლესი დონის ოფიციალური პირია, რომელმაც მსგავსი მკაფიო განცხადება გააკეთა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ. მან დასძინა, რომ ჩინეთი ასევე აპირებს ორმაგი, სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის რეგულაციას.