Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია იძიებს, როგორ გაიქცა შინაპატიმრობიდან აშშ-ის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე


არტიომ უსი
არტიომ უსი

იტალიაში იძიებენ როგორ გაიქცა შინაპატიმრობიდან რუსი ბიზნესმენი საიმისოდ, რომ თავი აერიდებინა აშშ-ში ექსტრადიციისთვის, სანქციების დარღვევის ბრალდების საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრმა, კარლო ნორდიომ გასცა ბრძანება, გამოძიებულ იქნეს სასამართლოს წარმომადგენელთა გადაწყვეტილება - ბიზნესმენი არტიომ უსი ციხიდან შინაპატიმრობაში გადაეყვანათ, მილანთან ახლოს მდებარე ქალაქში, სანამ მისი ექსტრადიციის თხოვნა განიხილებოდა.

უსი აშშ-ის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ოქტომბერში დააკავეს, და ნოემბერში გადაიყვანეს შინაპატიმრობაში. გავრცელებული ცნობებით, მას ეკეთა ელექტრონული სამონიტორინგო სამაჯური და შინაპატიმრობიდან გაიქცა 22 მარტს, ერთ დღეში მას მერე, რაც სასამართლომ ლეგიტიმურად ცნო აშშ-ში მისი ექსტრადიციის თხოვნა. ბიზნესმენი ამჟამად რუსეთში იმყოფება.

XS
SM
MD
LG