მოლდოვამ რუს პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნების წინ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა რუსეთის დელეგაციას. 17 აპრილს რუსეთის დელეგაცია თათრეთის ავტონომიის ლიდერ რუსტამ მინიხანოვის ხელმძღვანელობით და თათრეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩაფრინდა მოლდოვის ნახევრადავტონომიურ გაგაუზიაში, მაგრამ დელეგაციას არ მისცეს თვითმფრინავიდან გადმოსვლის უფლება.
მოლდოვის პოლიციის ცნობაში აღნიშნულია, რომ დელეგაციის ვიზიტი გაგაუზიის ავტონომიის ლიდერის 30 აპრილისათვის დანიშნულ არჩევნებში პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ პეტროვის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
მინიხანოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ მას არასასურველი პირის სტატუსი მიანიჭა. თვითმფრინავი, რომელშიც მინიხანოვი იჯდა, კიშინიოვიდან რუსეთში დაბრუნდა.
კიშინიოვი მოსკოვს ადანაშაულებს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში, რასაც რუსეთი უარყოფს.
- გაგაუზია არის ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაგაუზიის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებენ მოსკოვის მხარდაჭერას.
- გაგაუზიაში 2023 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 93 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეა.