22 აპრილს უკრაინის არმიამ ცეცხლი გაუხსნა კურსკის ოლქს, იტყობინება რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.
მისი სიტყვებით, დაფიქსირებულია, რომ უკრაინის მხრიდან მოფრინდა „20-ზე მეტი რაკეტა“. მსხვერპლი და ნგრევა არ არის, დაზიანებულია ელექტრომომარაგების ქსელი. ელექტროენერგიის გარეშე რჩება სამი დასახლებული პუნქტის მოსახლეობა.
გუშინ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდნენ ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. ბრიანსკში დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არავინ დაშავებულა. კურსკში კი დრონმა იერიში მიიტანა მტვირთავ ტრაქტორზე, მძღოლი არ დაშავებულა.
ამავე დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სამი სარაკეტო და 30 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე 50-ჯერ განახორციელა იერიშები რეაქტიული ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან. დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. გაეროს მონაცემებით, 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 8534 სამოქალაქო პირი, 14370 დაშავდა. ეს მონაცემები შესაძლოა არ იყოს სრული.
„ნოვაია გაზეტა. ევროპის“ დაანგარიშებით, 2023 წლის თებერვლის დასაწყისისთვის რუსეთსა და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში 168 ადამიანი იყო დაშავებული იყო.