Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შაჰინი: ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული და ევროპული მომავალი და არა რუსეთი


სენატორი ჯინ შაჰინი
სენატორი ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა.

სენატორი შაჰინი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული და ევროპული მომავალი და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და მათი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს. ჯინ შაჰინის თანახმად, ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულებებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა გაუქმდა, 15 მაისიდან კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG