Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამატორსკში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - დაღუპულია 12 ადამიანი


უკრაინელი მაშველები ქალაქ კრამატორსკში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილზე. 2023 წლის 28 ივნისი
უკრაინელი მაშველები ქალაქ კრამატორსკში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილზე. 2023 წლის 28 ივნისი

დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 1 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკსა და მის შემოგარენზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისს, საღამოს განახორციელეს. ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე პიცის რესტორანს.

12 დაღუპულიდან 3 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 14 წლის ტყუპი დები. დაიჭრა 60 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკზე შეტევა 28 ივნისს დაადასტურა, თუმცა, ისევ არ აღიარა სამოქალაქო ობიექტზე დარტყმა და სამიზნედ დაასახელა უკრაინის არმიის 56-ე ქვეითი ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის ადგილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.

XS
SM
MD
LG