Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში შეხვდა კოლეგებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოს სამიტზე ვილნიუსში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოს სამიტზე ვილნიუსში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიის, ესტონეთის, ფინეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.

ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოს და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატის სამუშაო შეხვედრაც.

11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტის დასკვნით კომუნიკეში აღნიშნავენ, რომ ადასტურებენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით(MAP). ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, MAP-ი აღარ დასჭირდება უკრაინას.

XS
SM
MD
LG