Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დემარკაციის საკითხს უკომენტაროდ ტოვებს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოლაპარაკებას საზღვრის დადგენის თაობაზე, უკომენტაროდ ტოვებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოზიცია უკვე გამოხატა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი, კომენტარისგან დროებით თავს შეიკავებს. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ დადგენილი საზღვარი არსებობს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის, მისი შეცვლის მცდელობა კი, არალეგიტიმურია და რაიმე იურიდიული ძალა არ ექნება.
XS
SM
MD
LG