Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ოპოზიცია ევაკუაციის ზონის გაფართოებას ითხოვს


იაპონიაში იზრდება მღელვარება ატომურ ელექტროსადგურ ”ფუკუსიმა დაიიჩიის” ტერიტორიაზე აღმოჩენილი რადიოაქტიური პლუტონიუმის გამო. იაპონიის პრემიერ მინისტრსი ნაოტო კანი, ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებულ მოვლენებს ”არაპროგნოზირებადს” უწოდებს. რიგი დეპუტატებისა, რომლებიც პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ, იაპონიის ხელისუფლებას არაოპერატიულობაში ადანაშაულებენ და ელექტროსადგურის გარშემო ევაკუაციის ზონის გაფართოებას მოითხოვენ. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე 70 ათასი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა, თუკი ზონა გაფართოვდება, კიდევ 130 ათას ადამიანს მოუწევს საკუთარი სახლების დატოვება. ამ დროისათვის ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორზე გამაგრილებელი სამუშაოები გრძელდება.
XS
SM
MD
LG