Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალმა პეტრეუსმა საქართველოს მადლობა გადაუხადა


ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატოს საერთაშორისო ძალების მისიაში მონაწილეობის გამო. საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, რომ 31-ე და 32-ე ბატალიონებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ავღანეთის ჰელმანდის და ნიმრუზის პროვინციების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. ”თქვენი ძალები არიან მოტივირებული, დისციპლინირებული და შესანიშნავად ართმევენ თავს მისიას. ქართველი სამხედროების თავდადება, კარგი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი ყველა სამეთაურო დონეზეა ცნობილი” - ნათქვამია გენერალ პეტრეუსის წერილში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
XS
SM
MD
LG