Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი გმობს ამერიკულ „სიკვდილის რაზმს“


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დღეს პირველი საჯარო განცხადება გააკეთა აშშ-ის არმიის შენაერთის შესახებ, რომელსაც ავღანელი სამოქალაქო პირების მიზანმიმართული დახოცვა ედება ბრალად. კარზაიმ თქვა, მსურს ჩვეულებრივმა ამერიკელებმა იცოდნენ, რომ „მათი სახელით ახალგაზრდა და ხანდაზმული ავღანელების ჩაგვრა მიმდინარეობდა“ ამ „სიკვდილის რაზმის“ ხელითო - რომელსაც ავღანელი სამოქალაქო პირების დახოცვა და შემდეგ მოკლულთა გვამების დასახიჩრება ბრალდება. მიმდინარე კვირაში ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ გამოაქვეყნა ფოტოების ციკლი და გრძელი სტატია ამ ბრალდებების შესახებ. აშშ-ის არმიამ ოფიციალური ბოდიში მოიხადა - განაცხადა, რომ როლინგ სტოუნის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები დამთრგუნველია და მკვეთრ კონტრასტში მოდის აშშ-ის არმიის სტანდარტებსა და ღირებულებებთან.
XS
SM
MD
LG