Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში დაზიანებულ ატომურ სადგურზე ორი მუშაკი დაიღუპა


მიწისძვრითა და ცუნამით დაზიანებული ბირთვული სადგურის ოპერატორმა კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ ობიექტზე ორი დაღუპული მუშაკის გვამებს მიაგნეს. ეს ფუკუშიმის კომპლექსზე მსხვერპლის პირველი დადასტურებული შემთხვევაა. ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის თანახმად, ორი სპეციალისტი დაკარგული იყო მას შემდეგ, რაც 11 მარტს სადგური ძლიერი მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაზიანდა. 24 და 21 წლის მუშაკები კატასტროფის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით და სისხლდენით გარდაიცვალნენ. ფუკუშიმის სადგურზე გრძელდება რეაქტორზე აღმოჩენილი ნახეთქის ამოვსების მცდელობა. ამ ნახეთქიდან რადიაცია წყნარ ოკეანეში გადადის. როგორც იუწყებიან, ნახეთქის ცემენტით ამოვსების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, და ამიტომ ინჟინრები ახლა სხვა გზებით ცდილობენ რადიაციით დაბინძურებული წყლის გადინების შეჩერებას.
XS
SM
MD
LG