Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებებს სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა


აღმოსავლეთ პაკისტანიდან მოსული ცნობების თანახმად, ერთ-ერთი სალოცავის გარეთ ორი ბომბის აფეთქებას სულ მცირე 41 ადამიანის სიკვდილი და ბევრის დაჭრა მოჰყვა. აფეთქებები პუნჯაბის პროვინციაში, საკჰი სარვარის სალოცავთან მოხდა - სადაც სუფიზმის ათასობით მიმდევარი იყო შეკრებილი, ყოველწლიური ზეიმის აღსანიშნავად. თალიბანის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმა მისმა ჯგუფმა განახორციელა „იმ ოპერაციებზე შურისძიების მიზნით, რომელსაც მთავრობა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ატარებს ჩრდილოდასავლეთში“. თავდასხმას პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი გამოეხმაურა - მისი განცხადებით, „ასეთი ლაჩრული ტერორის აქტები ნათლად მოწმობს, რომ დამნაშავეებს არც რწმენა აქვთ და არც ადამიანურ ღირებულებებს იზიარებენ“. პაკისტანში ექსტრემისტებს მსგავსი თავდასხმები აქამდეც აქვთ მოწყობილი. მისტიკოს სუფიებს ფუნდამენტალისტური შეხედულებების მქონე ძალები ერეტიკოსებად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG