Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტნის მაღალი რანგის მოხელე მძიმედ დაჭრეს


რუსეთის მშფოთვარე ჩრდილოეთ კავკასიის დაღესტნის ხელისუფლების ინფორმაციით, მძმედ დაჭრილი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ბილალ ომაროვს უცნობი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ქალაქ მახაჩყალაში და თავის არეში მძიმედ დაჭრა. თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი უცნობია. დაღესტანსა და ინგუშეთში თავდასხმები გახშირდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1990-იან წლებში ბრძოლა დაიწყო ჩეჩნეთის მეამბოხეთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG