Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი: კადაფის და მეამბოხეთა დაპირისპირება ჩიხშია


აშშ-ის სენატში მოსმენების დროს, ამერიკელმა გენერალმა, კარტერ ჰემმა განაცხადა, რომ ლიბიაში დაპირისპირება მუამარ კადაფის მომხრეთა და მეამბოხეთა ჯარებს შორის ჩიხში შევიდა. ჰემი საერთაშორისო კოალიციის საჰაერო ოპერაციას მეთაურობდა, სანამ მას ნატო ჩაიბარებდა. ჰემმა ასევე თქვა, რომ არ შეიძლება მეამბოხეთათვის იარაღის მიწოდება, სანამ დასავლეთი არ გაარკვევს ოპოზიციური ძალების განზრახვასა და შემადგენლობას. მოელიან, რომ ჰემის შენიშვნებს მოჰყვება დისკუსია კადაფის წინააღმდეგ ოპერაციაში აშშ-ის მონაწილეობის გარშემო. ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამორიცხვა აშშ-ის სამხელეთო ჯარების ლიბიაში გაგზავნა.
XS
SM
MD
LG