Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარამიძე: საქართველო 15 წელში ევროკავშირის წევრი, ან გაწევრიანების დასკვნით ეტაპზე იქნება


საქართველოს ვიცე-პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო 15 წელში ევროკავშირის წევრი, ან გაწევრიანების დასკვნით ეტაპზე იქნება. ეს განცხადება ბარამიძემ ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისართან, სტეფან ფიულესთან შეხვედრის წინ გააკეთა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში. ფიულესთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა. როგორც შეხვედრამდე იუწყებოდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცეოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესაძლო მოლაპარაკების დაწყება ღრმა და ფართო მასშტაბის შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
XS
SM
MD
LG