Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ნებისმიერ „მეხუთე კოლონას“ მოსპობს


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს პირობა დადო, რომ მოსპობს ნებისმიერ „მეხუთე კოლონას“, რომელიც მის მმართველობას დაუპირისპირდება. პარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას არ სურს დიქტატურის დამყარება. ბელორუსიის პრეზიდენტის მოხსენება დაემთხვა ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის უკიდურეს გაუარესებას და მეტროს ერთ-ერთ სადგურზე ათი დღის წინ მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა. უფრო ადრე ეკონომიკურ კრიზისსა და აფეთქებას ლუკაშენკო აბრალდებდა გარკვეულ ძალებს, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ.
XS
SM
MD
LG