Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 22 ექსტრემისტი და 14 ჯარისკაცი დაიღუპნენ


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა გაისროლა, მოხვდა სახლს ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 22 ადამიანი. ეს შენობა, სავარაუდოდ, ექსტრემისტების თავშესაფარი იყო. თუმცა, პაკისტანელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მოკლულებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან. იუწყებიან აგრეთვე, რომ, სულ ცოტა, 14 ჯარისკაცი დაიღუპა ასევე ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქვემო დირის რაიონში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად.
XS
SM
MD
LG