Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს კავშირს სირიაში მომხდარ ძალადობასთან


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრალდებას, თითქოს სირია ანტისამთავრობო დემონსტრაციების ძალით ჩახშობისათვის ირანისაგან დახმარებას ელის. აღნიშნული განცხადება ობამამ პარასკევს, მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის უსაფრთხოების ძალებმა, გავრცელებული ინფორმაციით, 90-მდე დემონსტრანტი დახოცეს. „ჩვენი საგარეო პოლიტიკა მკაფიოა, არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შინაურ საქმეებში“,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, სირია ირანის უმთავრეს მოკავშირედ ითვლება არაბულ სამყაროში.
XS
SM
MD
LG