Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გამოაცხადებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს ჰაკერული თავდასხმების გამო


აშშ-ის მედიის ცნობით, ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რომლებიც წინასაარჩევნო ჰაკერულ თავდასხმებს უკავშირდება. აშშ-ის უშიშროების სამსახურების შეფასებით, ჰაკერული თავდასხმების მიზანი იყო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშეწყობა. სანქციებს შორის შესაძლოა იყოს ეკონომიკური ზომები, ჰაკერობაში მხილებული პირების სამართლებრივი დევნა, რუსი დიპლომატების შემზღუდველი ნაბიჯები და სხვ. ამის შესახებ ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის "როიტერსი" და "ვაშინგტონ პოსტი". ზოგი ცნობით, სანქციებს 29 დეკემბერს გამოაცხადებენ. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საეჭვოდ მიაჩნია საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევა მიუხედავად აშშ-ის უშიშროების სამსახურებში გავრცელებული შეფასებისა, რომ ეს მართლაც მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG