პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, 45-მდე გაიზარდა ქალაქ ფარაჩინარში 23 ივნისს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ექიმების თქმით, ეს ციფრი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 261 დაჭრილს, რომელთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
უპირატესად შიიტებით დასახლებულ ქალაქ ფარაჩინარის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ლაშქარ ე ჯანგვიმ". იმავე დღეს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის მძლავრ აფეთქებას, რომელიც ყეტაში, პროვინციის პოლიციის უფროსის ოფისთან მოხდა. დახოცილთაგან ოთხი პოლიციელია. ყეტაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანის განშტოება "ჯამათ ულ აჰრარმა".
დაწერეთ კომენტარი