Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დააკავეს საპირველმაისო დემონსტრაციის ათობით მონაწილე


სტამბოლში პოლიცია აპატიმრებს საპირველმაისო დემონსტრაციის მონაწილეებს
სტამბოლში პოლიცია აპატიმრებს საპირველმაისო დემონსტრაციის მონაწილეებს

სტამბოლში საპირველმაისო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. 200-მდე ადამიანი შეეცადა ქალაქის ცენტრალურ, ტაქსიმის მოედანზე შეჭრას მას შემდეგ, რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ აკრძალა ცენტრში მასობრივი აქციების გამართვა და პოლიციამ გადაკეტა ტაქსიმის მისასვლელები.

შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს ათობით დემონსტრანტი. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, დემონსტრანტებმა სცადეს გაეშალათ ტრანსპარანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებით. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ზრდის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უფლებამოსილებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG