Accessibility links

სირიის ქალაქ ალეპოში ყოვნდება მეამბოხეებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესი. შეთანხმებულ ადგილას მთავრობის ათობით ავტობუსის მისვლის შემდეგ ევაკუაცია არ დაწყებულა.

იუწყებიან ინტენსიური ბრძოლისა და დაბომბვის შესახებ. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობებს სარაკეტო იერიშის და „ფრონტის ყველა ხაზზე ძალიან ინტენსიური შეტაკებების“ შესახებ.

უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობის ჯარებმა განაახლეს იერიში აღმოსავლეთ ალეპოზე მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა დაარღვიეს თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული ზავი. მეორე მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები და „სხვა ჯგუფები“ ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ჩაშლას.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, ისევე როგორც ირანელი და ლიბანელი შიიტი მებრძოლები ეხმარებიან ალეპოში მეამბოხეებთან ბრძოლაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, აღმოსავლეთ ალეპოში მეამბოხეები „მომდევნო ორ, ან სამ დღეში“ შეწყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6000-მდე სამოქალაქო პირმა დატოვა მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული რაიონები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG