Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლები მეტ ინფორმაციას ითხოვენ მოსკოვთან ტრამპის გუნდის წევრების კავშირზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) ტელეფონით ელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) ტელეფონით ელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

გავლენიანი ამერიკელი კანონმდებლები განაგრძობენ კითხვების დასმას რუსეთსა და დონალდ ტრამპის თანაშემწეებს შორის არსებული კავშირების შესახებ. ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი სენატორი უერთდება. 15 თებერვალს, სენატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა მოსთხოვეს აშშ-ის გენერალურ პროკურორს, ჯეფ სეშონსს და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს ჯეიმს კომის, სენატის იურიდიულ კომიტეტს წარუდგინონ დოკუმენტები და დაწვრილებით მოახსენონ მას ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პოსტიდან მაიკლ ფლინის გადაყენების მიზეზები. ფლინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები მასა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის სანქციების გარშემო გამართული საუბრის შესახებ, ჯერ კიდევ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG