Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გვახარიას ახალი საავტორო პროგრამა


12 სექტემბერს იწყება გიორგი გვახარიას ახალი საავტორო პროგრამა „ანარეკლები“, რომელიც რადიო თავისუფლებისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია.

„ანარეკლები“ ისტორიის სახეებით შეეცდება წარსულის გააზრებას. ისტორია ხომ კინოს ჰგავს - უსასრულო და ზოგჯერ ძნელად ასახსნელი ნიშან-ხატებით...

პროგრამაში ვიმსჯელებთ წარსულის იმ სახეებზე, იმ ანარეკლებზე, რომლებიც დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ - ხელს გვიშლიან განვითარებაში, ანდა პირიქით, გვეხმარებიან წინააღმდეგობების გადალახვაში. ვისაუბრებთ სხვა ხალხის, სხვა კულტურების გამოცდილებაზეც - „ანარეკლები“ ხომ ზოგჯერ არა მარტო განგვასხვავებენ, არამედ გვამსგავსებენ ერთმანეთს.

„ანარეკლები“ - ისტორიისა და დღევანდელობის სახეების - მათ შორის მხატვრული სახეების - გააზრების ცდაა, სიცოცხლეში და იმ კინოში, რომელმაც უახლოესი წარსული შემოგვინახა.

გადაცემა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა სამშაბათობით, 22 საათზე, და განმეორდება შაბათობით 24 საათზე. გადაცემის ყურება შეგიძლიათ ასევე რადიო თავისუფლების ვებსაიტზე და სოციალური ქსელებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG