Accessibility links

სტამბოლის მეტროში აფეთქება მოხდა


თურქეთის მედიის ცნობით, ხალხი დაშავდა სტამბოლში მეტროს სადგურში ან სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და მთელი მეტრო დაიხურა სტამბულის ცენტრში მდებარე ბაირამფაშის სადგურთან აფეთქების შემდეგ. ცნობების თანახმად, დაიჭრა, სულ ცოტა, ორი ადამიანი. სტამბოლის მერიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აფეთქება ელექტროტრანსფორმატორმა გამოიწვია. სტამბოლი თურქეთის უდიდესი ქალაქია 15-მილიონიანი მოსახლეობით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG