ავღანეთის უშიშროების ძალებმა ცეცხლით უპასუხეს მეამბოხეების მიერ 15 აპრილს, ქაბულსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მოწყობილ თავდასხმებს. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს თალიბანმა და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე დაჯგუფებამ.
შეტაკებები ქაბულსა და ავღანეთის სხვა ქალაქებში
11
ავღანელი პოლიციელი ობიექტთან, რომელზეც 15 აპრილს იერიში მიიტანეს მეამბოხეებმა (ომარ სობანის ფოტო, რეიტერის სააგენტო).
12
ავღანეთის ეროვნული არმიის მოსამსახურეები ჯალალაბადში, 15 აპრილს (ფარვიზის ფოტო, რეიტერის სააგენტო).
13
16 აპრილს, დილაადრიან, აფეთქება მოხდა ქაბულის ერთ-ერთ მშენებარე სახლთან (ომარ სობანის ფოტო, რეიტერის სააგენტო).
14
ქაბული. ავღანეთის უშიშროების ძალები იმ შენობის შესასვლელთან, საიდანაც მეამბოხეებმა წინა დღით იერიში მიიტანეს პარლამენტის შენობაზე (ფრანს პრესის ფოტო).
15
ავღანელი პოლიციელების ანარეკლი იმ შენობის დამსხვრეულ შუშებში, საიდანაც თალიბანის მებრძოლებმა იერიში განახორციელეს (იოჰანეს აიზელეს ფოტო, ფრანს პრესის სააგენტო).
16
15 აპრილს აფეთქებები მოხდა პაკტიის პროვინციაშიც (რეიტერის ფოტო).
17
ავღანელი პოლიციელი ქაბულის ერთ-ერთ საგუშაგოზე, 15 აპრილს (ომარ სობანის ფოტო, რეიტერის სააგენტო).
18
ხელყუმბარა და ცალი სანდალი ქაბულის ერთ-ერთ შენობაში, რომელიც მეამბოხეთა იერიშის ობიექტად იქცა (იოჰანეს აიზელეს ფოტო, ფრანს პრესის სააგენტო).
19
ავღანელი პოლიციელი თვითმკვლელი მოიერიშის გვამთან ქაბულში, 16 აპრილს (ომარ სობანის ფოტო, რეიტერის სააგენტო).
20
ქაბულში, 15 აპრილს მოწყობილი ერთ-ერთი აფეთქების შედეგი (ფრანს პრესის ფოტო).