Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორთა კითხვის თვე: დათო ტურაშვილი


1-31 ივლისს ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ერთდროულად ტარდება ცენტრალური ევროპის უდიდესი ლიტერატურული ფესტივალი „ავტორთა კითხვის თვე“, რომელზეც წელს საქართველო არის წარმოდგენილი სტუმარ ქვეყნად. ფესტივალზე მიწვეულია 31 ქართველი პოეტი და მწერალი. ისინი ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ტექსტებს, შეხვდებიან მკითხველებს, გაიცნობენ უცხოელ კოლეგებს. ამ 31 ავტორიდან ყოველ მათგანს თითო დღე დაეთმობა ფესტივალის ხუთივე მასპინძელ ქალაქში: ბრნოში, ოსტრავაში, კოშიცეში, ვროცლავსა და ლვოვში. რადიო თავისუფლება ლიტერატურული ფესტივალის პარტნიორი მედიასაშუალებაა.

1 ივლისს საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობს მწერალი დათო ტურაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG