Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა წიქარიშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესზე


კახა წიქარიშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:05 0:00

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი მოელოდა, რომ ხელისუფლება პროკურატურაში ძველ კადრს დააბრუნებდა. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: “რატომ მაინცდამაინც შოთაძე? მქონდა მოლოდინი, რომ იმავე წრეს ამზადებდა ხელისუფლება, რადგან ჯერ ერთი რესურსი აქვთ შეზღუდული და მეორე - როგორც სასამართლოშია კლანი, ისე პროკურატურაშია კლანი. იმ კლანსაც ჰყავს თავისი ბოსები და შოთაძე პროკურატურიდან რეალურად არც წასულა. ის რჩებოდა იქ საქმეების მომგვარებლად. ის არის პროკურატურაში არსებული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი. შოთაძის ჩანაცვლება აღმოჩნდა შეუძლებელი. შეზღუდული რესურსის პირობებში მოქმედებდა ხელისუფლება. თადუმაძე, როგორც მე ვიცი, ვერც ახდენდა იქ რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას პროცესებზე და ვერ მართავდა პროკურატურის სისტემას. ...მე მაშინებს ისიც, რომ ჯგუფი, რომელიც მართავს პროკურატურას, საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთობს სასამართლოში არსებულ კლანთან და წარმოიდგინეთ ამან რა რისკები შეიძლება წარმოშვას - დაწყებული კორუფციით, დამთავრებული პოლიტიკური დევნით...“. კახა წიქარიშვილის თქმით, საზოგადოება მიეჩვია „ქართული ოცნებისგან“ „ემოციურ ნაბიჯებს“, რომლებისგანაც ის მოგვიანებით უკან იხევს ხოლმე. ასეთად ასახელებს ის პროპორციული არჩევნების დაპირებას, 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიაზე უარის თქმას, ირაკლი შოთაძის გადადგომას: „„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ასეთი რამ: თუ ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მომენტალურად შერცხვება, შეეშინდება და მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას. როცა ხალხი დაიშლება, მერე „ქართული ოცნება“ ფიქრობს, უი, ტყუილად შემრცხვა და შემეშინდაო და ცვლის ამ გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ მარტო მაშინ რცხვენია და ეშინია, თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა... ვერიდები პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან არასამთავრობო სექტორში ვმოღვაწეობ და არა პოლიტიკაში, მაგრამ სასამართლოში რაც ამათ გააკეთეს, ნიშნავს, რომ ამ ძალას შინაგანი შემაკავებელი პრინციპები არ აქვს. სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა ჩინჩალაძის კლანი. ხელში აიყვანა, მიიყვანა უზენაეს სასამართლოში და გადააბარა ჩინჩალაძის კლანს ხელისუფლება. ინსტიქტურად ვერ ხვდებიან, რომ ეს არის დამღუპველი „ქართული ოცნებისთვის“, დამღუპველი ქვეყნისთვის“. კახა წიქარიშვილი თვლის, რომ სასამართლოს და პროკურატურის რეფორმა იმიტომ არის წარუმატებელი, რომ არ იყო შესწავლილი რეალობა: „არ ყოფილა შეთანხმება იმ რეალობაზე. არ ვყოფილვართ შეთანხმებული რა ხდებოდა რეალურად იმ სასამართლოში სააკაშვილის დროს. არ გვაქვს შეთანხმება, რა ხდებოდა პროკურატურაში სააკაშვილის დროს ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებში. არსებობს კვლევები, მაგრამ ისინი ჩატარებულია არასამთვრობოების მიერ, რომლებსაც პოლიტიკური ძალები ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან. ჩემი აზრით, გამოსავალი არის ასეთი: უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისიები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება პოლიტიკური პარტიებისგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომელიც იმუშავებს ამ თემაზე და იტყვის, რა მდგომარეობაა დღეს სასამართლოში, რა მდგომარეობაა დღეს პროკურატურაში - რამდენად მძიმედ არის დაავადებული სასამართლო და რამდენად მძიმედ არის დაავადებული პროკურატურა. ამაზე თუ შევთანხმდებით, მერე უკვე პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ პლატფორმების აშენებას ამ შეთანხმებაზე. ...მოუნანიებელი სასამართლო და მოუნანიებელი პროკურატურა ჩავაბეტონეთ. ძველი ხელისუფლების „ფრანკენშტეინი“, რაც ძველმა ხელისუფლებამ გაზარდა სასამართლოსა და პროკურატურის სახით, ეს „ფრანკენშტეინი“ ქართულმა ოცნებამ დააბეტონა“. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ გენერალურ პროკურორს საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში: „ის უნდა იყოს მიბმული მხოლოდ სამართალზე და კანონზე. როცა პროკურატურა სიმართლეზეა მიბმული, ის იყენებს ყველა ბერკეტს, რომ ეს სიმართლე დაადგინოს. ერთადერთი მოტივატორი პროკურატურისთვის უნდა იყოს სიმართლის დადგენა, დამნაშავის იდენტიფიცირება, მისთვის სათანადო სასჯელის დაკისრება. ...ჩვენი პროკურატურის სისტემა გაჯერებულია გავლენებით. სასამართლოშიც იგივე ხდება. ისიც გავლენებით არის გაჯერებული. სიმართლის გარდა ყველაფერი თუ გაინტერესებს ადამიანს, რა აზრი აქვს მაშინ?..“. ამის მაგალითად კახა წიქარიშვილს მოჰყავს არაერთი საქმე, რომლის გამოძიებაც შესაძლებელი იყო და ნების არქ

XS
SM
MD
LG