Accessibility links

აზერბაიჯანი უკან აბრუნებს სომეხ ჯარისკაცს


ანდრანიკ გრიგორიანი

აზერბაიჯანმა თავის სეპარატისტულ რეგიონს, მთიან ყარაბაღს გადასცა იქაური ჯარისკაცი, რომელმაც წელს ბაქოს მიმართა თავშესაფრის თხოვნით. მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ცნობით, ჯარისკაცი ანდრანიკ გრიგორიანი მას ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტის“ დახმარებით გადასცეს აზერბაიჯანიდან. მანამდე ბაქოში თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 24 წლის ანდრანიკ გრიგორიანი მარტში გადავიდა აზერბაიჯანის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე და თავშესაფარი ითხოვა, მიზეზად კი დაასახელა უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა მთიან ყარაბაღში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 1990-ნი წლების დასაწყისში დაამყარეს კონტროლი აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღზე, რომლის მოსახლებასაც უმეტესწილად ეთნიკური სომხები შეადგენენ. კონფლიქტმა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG