Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა იუწყება ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ


ხალხი უყურებს ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიას. სამხრეთი კორეა

ჩრდილოეთი კორეა იუწყება, რომ წარმატებით გამოცდა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია სამიზნის განადგურება.

ოფიციალური ცნობით, საცდელი გასროლა განხორციელდა 4 ივლისს. რაკეტამ, რომელიც ფხენიანის თანახმად, 2800 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, 39 წუთის განმავლობაში დაფარა მანძილი სავარაუდო მიზნამდე.

დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, საშუალო სიშორის რაკეტის გაშვება შესაძლოა იყოს ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული გამოცდა.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტამ 930 კილომეტრი იფრინა და შემდეგ ჩავარდა იაპონიის ზღვაში, იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მახლობლად. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდას „ტვიტერით“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ფიქრობს, რომ „სამხრეთი კორეა და იაპონია ფხენიანის ასეთ ქმედებას დიდხანს აღარ მოითმენენ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG