Accessibility links

ლუკაშენკო ვერ დაესწრება ოლიმპიადის გახსნას


ბელორუსიის პრეზიდენტის "ოლიმპიური რგოლები"
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც, ამასთანავე, თავისი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეც არის, ლონდონის ოლიმპიადის გახსნას ვერ დაესწრება. ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ლუკაშენკოს უარი უთხრა აკრედიტაციაზე. ბელორუსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საორგანიზაციო კომიტეტის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ლუკაშენკოს, ბელორუსიის ხელისუფლების 200-მდე სხვა წარმომადგენელთან ერთად, ეკრძალება ევროპის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობა - ბელორუსიაში ადამიანის უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევების გამო

ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას 120-მდე ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ლუკაშენკოს გარდა, მიწვეულ სტუმართა შორის არ არის სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და ზიმბაბვეს ლიდერი რობერტ მუგაბე.

თქვენი მოსაზრება

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG