Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიამ საფრანგეთს გადასცა პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალა აბდესლამი


ბელგიამ საფრანგეთს გადასცა პარიზში ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი პირი, სალა აბდესლამი. პროკურორებმა ორივე ქვეყანაში დაადასტურეს, რომ ექსტრადიცია 27 აპრილის დილას მოხდა. 26 წლის აბდესლამი ევროპაში ნომერ პირველ ძებნილად ითვლებოდა, ვიდრე მას ბრიუსელში 18 მარტს დააკავებდნენ. პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტებმა 130 ადამიანი შეიწირა. გამომძიებლების ცნობით, აბდესლამი ამბობს, რომ ის ზრუნავდა პარიზში თავდასხმების ლოგისტიკურ მხარეზე და აპირებდა თავის აფეთქებას ფეხბურთის სტადიონთან, მაგრამ ბოლო მომენტში უკან დაიხია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG