Accessibility links

იტალიის პოლიციამ მოკლა ანის ამრი, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი


იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკო მინიტი (მარცხნივ)

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიელმა პოლიციელებმა მილანის გარეუბანში მოკლეს ანის ამრი, ძებნაში მყოფი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში.

არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ მოკლული სწორედ ანის ამრია, - განაცხადა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარკო მინიტიმ. მინისტრის ცნობით, ეჭვმიტანილის მანქანა გზაზე რეიდის დროს წუხელ სამ საათზე გააჩერეს, რა დროსაც ამრიმ პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელს ესროლა. საპასუხო სროლით პოლიციელმა იგი მოკლა.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი, 24 წლის ტუნისელი, ანის ამრი სწორედ იტალიაში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს გერმანიაში გადავიდოდა. გავრცელებული ოფიციალური ცნობით, ამრი იჯდა საჭესთან სატვირთო მანქანაში, რომელიც 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეიჭრა, მოკლა 12 და დაჭრა 50-მდე ადამიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG