Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილვიო ბერლუსკონი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი „კერძო ვიზიტით“ ჩავიდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. 11 სექტემბერს ბერლუსკონი შეჩერდა საკურორტო ქალაქ იალტაში, სადაც მოგზაურობას და რამდენიმე შეხვედრის გამართვას გეგმავს. მოელიან, რომ ბერლუსკონი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპორტო ქალაქ სევასტოპოლშიც ჩავა და იტალიაში 13 სექტემბერს დაბრუნდება მოსკოვის გავლით. ყირიმში გაიმართა ბერლუსკონის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG