Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსულში ბრძოლების გამო შესაძლოა დევნილად იქცეს 200 ათასზე მეტი ერაყელი


ხალხი ტოვებს ქალაქ მოსულს
ხალხი ტოვებს ქალაქ მოსულს

გაეროს ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ 200 ათასი ადამიანი იქცეს დევნილად იმ ინტენსიური ბრძოლების გამო, რაც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც სამთავრობო ძალებმა შეტევითი ოპერაცია წამოიწყეს, მოსული, რომელსაც 2014 წლიდან აკონტროლებს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, უკვე დატოვა 700 ათასმა ადამიანმა. აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის დახმარებით, ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის უმრავლესი რაიონიდან განდევნა ექსტრემისტები, რომლებიც რამდენიმე კვარტალში, მათ შორის ძველი ქალაქის რაიონში არიან გამაგრებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG