Accessibility links

COVID-19 დაუდასტურდა მარნეულის სასწრაფო დახმარების მენეჯერს


მარნეული

1 მაისს COVID-19 დაუდასტურდა მარნეულის სასწრაფო დახმარების მენეჯერს. რადიო თავისუფლებას მარნეულის მუნიციპალიტეტიდან შეატყობინეს, რომ ამჟამად დგინდება კონტაქტები.

ანალოგიური დაავადება დაუდასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 12 ადამიანს "ცნობილი კლასტერებიდან".

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან კი რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ 1 მაისს ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მკვიდრი "მანამდე ინფიცირებული ექთნის კლასტერიდანაა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG