Accessibility links

COVID-19 დაუდგინდა შემოსავლების სამსახურის მებაჟეს


„ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამ ცნობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს და აცხადებს, რომ მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.

თავად მებაჟე ოფიცერს კი ნათესავთან კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ თავად მებაჟე ოფიცერი შვებულებაში იყო და თანამშრომლებთან კონტაქტი 8 აპრილიდან არ ჰქონია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 84 ადამიანი. გარდაცვლილი - 3.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში - 519.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG