Accessibility links

საფრანგეთში დააკავეს კიმ კარდაშიანის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 16 პირი


კიმ კარდაშიანი

საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ 16 ადამიანი დააკავა 2016 წლის ოქტომბერში ამერიკელი ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გაძარცვასთან კავშირში ეჭვმიტანით. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლიციის წყაროებისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილები 9 იანვრის დილას დააკავეს პარიზის რეგიონში. 36 წლის კიმ კარდაშიანი პარიზში მოდის კვირეულთან დაკავშირებით იმყოფებოდა, როცა მას თავს დაესხნენ და 9,5 მლნ დოლარის ღირებულების სამკაული წაართვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG