Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცდილობს რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას


გენერალი ჯო დანფორდი
გენერალი ჯო დანფორდი

შეერთებული შტატები მუშაობს რუს სამხედროებთან კომუნიკაციის აღსადგენად მას შემდეგ, რაც ამერიკულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო სირიის თვითმფრინავი და მოსკოვმა საპასუხოდ შეწყვიტა ამერიკელებთან კომუნიკაცია.

აქამდე არსებობდა ცხელი ხაზი, რათა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, რომლებიც სირიაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს, თავიდან აეცილებინათ ერთმანეთთან შემთხვევით შეჯახება.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი ჯო დანფორდი როგორც ამბობს, ვაშინგტონი მიმართავს დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს რუსეთის მხარესთან კომუნიკაციის აღსადგენად. მისივე თქმით, ის ფოკუსირებულია ამოცანაზე, რომ აშშ-მა მიაღწიოს მთავარ მიზანს სირიაში: დამარცხებულ იქნეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG